ჩვენ გვამოძრავებს მომხმარებლის კმაყოფილება.

10 წელზე მეტია, რაც სიტიტრანსის გადამზიდავების მიზანს წარმოადგენს პრინციპი: მომხმარებელს შევთავაზოთ ზედგამოჭრილი და მასზე ინდივიდუალურად მორგებული სატრანსპორტო ოპერაციები. ამ პრინციპს სიტიტრანსის გადამზიდავთა ჯგუფი წარმატებულად ახორციელებს. ჩვენს ძირითად კომპეტენციებს ვიყენებთ სამ ძირითად ბიზნეს-სეგმენტზე: რეგიონალური გადაზიდვები და დისტრიბუცია, საყოფაცხოვრებო მძიმე და მოცულობითი ტვირთების ტრანსპორტირება და საკურიერო მომსახურება. ცალკეული სეგმენტი თავის თავში მომსახურებათა მდიდარ და ფართო სპექტრს აერთიანებს. ჩვენ გაგვაჩნია დიდი გამოცდილება, ეფექტური მენეჯმენტი და ჩვენი საქმის სიყვარული. როდესაც დაგჭირდებით - თქვენს ტვირთს მივხედავთ და გადავზიდავთ. პროფესიონალურად. ინდივიდუალურად. სწრაფად.

 

  

 

სიტიტრანსის პერსონალი

ჩვენი წარმატების რეცეპტი - პროფესიონალი კადრებია. მაღალკვალიფიციურ თანამშრომელთა გუნდი ჩვენი კაპიტალია. ისინი ყოველდღიურად ამტკიცებენ, რომ დისტრიბუციის ჯაჭვის მნიშვნელოვან რგოლებს წარმოადგენენ. ცალკეული მათგანი სპეციალურად მომზადებულია მომხმარებელთან და ტვირთებთან პროფესიონალური ურთიერთობისათვის.

 

ჩვენი კადრები ასევე გვთავაზობენ:

გამოცდილებას და სპეციალურ კომპეტენციებს ავეჯის და ტექნიკის გადაზიდვის სფეროში, მომხმარებლისათვის სასურველ ადგილზე მიტანას ორი სპეციალისტის მეშვეობით, ინსტალაციას და მონტაჟს, ვადების მკაცრ დაცვას, შაბათ დღეს ჩაბარებას.

თავად დარწმუნდით: საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი დავალებისათვის ზედგამოჭრილი სპეციალისტი მოაგვარებს თქვენს პრობლემას.